Saturday, September 26, 2009

lesson:seasons.

გაკვეთილის გეგმა
დარეჯან მდივნიშვილი.ინგლისური ენა.მე-4 კლასი.

გაკვეთილის მთავარი თემა
seasons(წელიწადის დროები)

სწავლების საფეხური
დაწყებითი. მე -4 კლასი.
ინგლისური ენა . ინტეგრაცია ხორციელდება მუსიკასთან და სახვით ხელოვნებასთან.

მოსწავლეთა პროფილი

28 მოსწავლე.
განსაკუთრებული მიდგომის მოსწავლეები არ მყავს.


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა,ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეს ჩამოთვალოს თანმიმდევრობით სეზონები და თვეები,ასევე დაახასიათოს თითოეული მათგანი,რა ასოციაციას იწვევს მათში



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მსჯელობს თითოეულ წელიწადის დროზე,თვეზე,ჩამოთვლის განმსაზღვრელ კომპონენტებს(მაგ:ქარი,ნალექი,სითბო,სიცივე.)გამოხატავს განწყობას სხვადასხვა ამინდთან მიმართებაში.შესაბამისი ფერებით გამოხატავს წელიწადის დროებს.

წინასწარი ცოდნა

წინასწარ შევახსენებ მათ,აქვთ თუ არა გარკვეული ცოდნა წელიწადის დროების,თვეების შესახებ.ახლა კი უნდა შეისწავლონ ისინი კონკრეტულად.გაკვეთილზე მოვთხოვ აღწერონ რომელი წელიწადის დროა,რომელი თვეა და როგორი ამინდია.

გაკვეთილის მსვლელობა
შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად,თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თითო წელიწადის დროს.ჯგუფში მუშაობს შემდეგი კრიტერიუმები:1.გადაანაწილონ ფუნქციები.2.აუცილებელია ჩავეტიოთ დროში.3.გამოვთქვათ ჩვენი დამოუკიდებელი მოსაზრება და პატივი ვცეთ ერთმანეთის გამოთკმულ აზრს. 4.საინტერესოდ შევასრულოთ მოცემული დავალება.
პრეზენტაციის შემდეგ ვაჩვენებ ილუსტრაციებს,ვიდეო მასალას და ვთხოვ გაიხსენონ ლექსები.ხოლო მუსიკის მასწავლებელი გაახსენებს სიმღერებს წელიწადის დროებზე და თვეებზე.ხატვის მასწავლებელი დაურიგებს ფერად ფანქრებს და ფურცლებს და სთხოვს თითოეულ ჯგუფს დახატოს მის მიერ წარმოდგენილი წელიწადის დრო.გაკვეთილის ბოლოს ვაძლევ დავალებას,მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში წელიწადის დროებზე,თვეებზე და ამინდზე.

შეფასება

ჯგუფური მუშაობა, გაკვეთილზე ჩართულობა.
მსჯელობა.დავალების საინტერესოდ შესრულება.მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

მე-4 კლასის სახელმძღვანელო,seasons(kvirkvelia,korkia,kasradze)
T.shalikashvili(book.2)
პრეზენტაციისთვის
გამოვიყენებ 1 -კომპიუტერს,და 1-პროექტორს.მჭირდება ასევე ინტერნეტი(youtube.com)სადაც ნახავენ ფერად ვიდეო მასალას წელიწადის დროებზე.

საკლასო მენეჯმენტი

ფუნქციების გადანაწილება-3წთ.ჯგუფური მუშაობა-7წთ.ვიდეო-მასალის და სურათების ნახვა-7წთ.ილუსტრაციების ჩვენება-3წთ.სიმღერები და ლექსები-7წთ.ხატვა-5წთ.პრეზენტაცია-10წთ დავალების მიცემა-3წთ.
სახელმძღვანელოები,ილუსტრაციები,ვიდეო მასალა,დისკი-სურათებით.ფურცლები,ფერადი ფანქრები..